თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე მიხეილ კალანდიას დაკითხვა დასრულდა.
ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
მან სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
კალანდიას დაკითხვა სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.