თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილო სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა.
მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე დეტალურად ისაუბრა მისი შვილის მკვლელობის დღიდან მოყოლებულ ფაქტებზე. მან დეტალურად გაიხსენა მის სახლში სპეცრაზმის მისვლისა და თემირლანის მკვლელობის ამბები, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.