"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილს განცხადებით, ის ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტების მიმართ მეტი პატივისცემა ჰქონდეს.
მან სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ფორმის გამო გააკრიტიკა.
"მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტებთან მიმართებით უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ჟურნალისტების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა და მათ ზურგი შეაქცია.