ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესის რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩატარებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, კითხვის ნიშნების მოსახსნელად, რომელიც საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს.
"ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა. იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოაგდენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა", - აცხადებენ პროკურატურაში.