ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალძეს საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. აღნიშნულის შესახებ მისი უფლებადამცველი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმებიან.
"დღეს ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით. ძირითადი ფორმულირება ბრალდების აგებულია არასწორ ფაქტებზე, რასაც არ ვეთანხმებით.
საპატიმრო ღონისძიება მოხსნილია. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იგი კვლავ რჩება საავადმყოფოში", - აცხადებს ლონდარიძე.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
ცნობისთვის, სარალიძე სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანა, სადაც სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.