„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
კითხვაზე, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" - პასუხები ალოკაციის გარეშე (გამოკითხულთა სრული ოდენობა) ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 23%;
სალომე ზურაბიშვილი - 21%;
დავით ბაქრაძე - 10%;
შალვა ნათელაშვილი - 4%;
არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 31%.
ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.