საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მან განათლების მინისტრის მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დანიშნა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად კი ბერიკა შუკაკიძე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე, ხოლო შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე.