ხორბლის გადაზიდვით დაკავებული მეწარმეები აქციებს მართავენ.
„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატთან დავით ბაქრაძესთან საუბარში, მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება ახალი მონოპოლიური რგოლი, რის შედეგადაც უმუშევარი დარჩება 5 ათასს ადამიანზე მეტი.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ამ მონოპოლიის შექმნას გარდაუვლად მოყვება ხორბალზე და ფქვილზე ფასების გაძვირება, რაც შესაბამისად, გამოიწვევს მთელ საქართველოში პურის გაძვირებას.