პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით, საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
მისი განმარტებით, ის საკუთარ გუნდს სთავაზობს, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც დეპუტატები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექსპერტები.
მისივე თქმით, მსგავსი ფორმატი იმუშავებს, რათა საზოგადოებაში არც ერთი ღია კითხვა არ დარჩეს.