სუს-ში დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა მიქაიას გამოკითხვა მიმდინარეობს. მან აღნიშნულ უწყებაში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა.
"კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. მე დღეს მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს 1:57 საათს და მე ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. ტელევიზიებით მხოლოდ 2 წუთიანი ჩანაწერი მოისმინეთ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია“, - განაცხადა მიქაიამ.
საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება.