ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა. თანამდებობა ასევე დატოვა მისმა მოადგილემაც.