ნაკრძალის ტერიტორიაზე 2 ძაღლის ჩამოხრჩობაში ბრალდებულ მამაკაცს, 44 წლის ვალერი გელშვილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსველელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 11 სექტემბერს მიიღო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ პროკურატურაში განუცხადეს, 44 წლის ვალერი გელაშვილს სასჯელის სახით ჯარიმა, ან ერთი წლის ვადით, გამოსასწორებელი სამუშაოს შესრულება ელოდება.
„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ვ. გ. - ს 2018 წლის 11 სექტემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმასა და გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე. 2018 წლის 11 სექტემბერს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შეთანხმება გაუსველელობისა და სათანადო ქცევის შესახებ“, - აცხადებენ პროკურატურაში.