ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვაზე ხმაურია.
დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოწმის დაკითხვას მოყვა.
დაცვის მხარე ყოფილ პატრულ-ინსპექტროს, ლევან ლობჟანიძეს კითხავს.
დღევანდელ სხდომაზე ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მიმართულებით იარაღი ბაშალეიშვილს გაუვარდა.
"იარაღი მანქანაში საიდან მოხვდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ იყო", - განაცხადა ლობჟანიძემ. ადვოკატის კითხვაზე, ვინმემ მიიტანა თუ არა იქ იარაღი, ლობჟანიძემ ასე უპასუხა:
"პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სასაცილოა, პატრულ-ინსპექტორი ავტომატით არ დადიოდა".
აღნიშნულ ფრაზას ბუტა რობაქიძის მამის გაღიზიანება და მოწმის მისამართით მუქარა მოჰყავა, რაზეც მოსამართლემ ის გააფრთხილა, რომ სასამართლოს ხელს უშლიდა და დარბაზიდან მისი გაძევებდა მოუწევდა.
"ბატონო მოსამართლე, ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, ეს კაცი არის მატყუარა.ბავშვი მოკლეს და იაღარის ძებნა მერე დაიწყეს.
"ნაციონალების" დროს ეს კაცი მოვიდა და მითხრა რომ იქ იარაღი არ იყო. სად წავიდა იარაღი რომელიც ჩემს შვილს ედო?", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ის სასამართლოს დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.