პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა.
ბარაბაძემ სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა.
როგორც ის აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილება მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
შეგახსენებთ, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.