ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმების მცდელობაა, - ასე აფასებს მის დაკავებას "ეროვნული ერთობის" ლიდერი გიორგი ჭელიძე. როგორც ის განმარტავს, მისი დევნა დაიწყომას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააცნო.
"ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ-ი არ ამოვიდა - 10 ვაზნიდან არცერთ ვაზნაზე. არცერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემს მიმართ სროლაც განხორციელებულიყო", - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებშიც მსჯელობს.