შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ზუგდიდის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ზ.ხ.
დაკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს,
რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ
შეძენა-შენახვას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.