აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინა ზოიძემ ჰონგ კონგის ქონების მართვის ასოციცაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ოფიციალური დეგელაციის წერვებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გოგი ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახო ჭეიშვილი და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი ლაშა ფირცხალავა ესწრებოდნენ.
ასოციაციის წარმომადგენლებს აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაციის ნახვის საშუალება მიეცათ.
სტუმრებმა ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმებზე, კანონმდებლობაზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეს და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებს შეეხო.