30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5803 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.5752 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.51 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0184 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0047 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3875 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3590 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 აგვისტოდან შევა ძალაში.