ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები ეწვივნენ. საერთაშორისო მედია საშუალებების 40 წარმომადგენელმა ტურის ფარგლებში მოინახულა: თბილისი, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი.
უცხოელი ჟურნალისტები ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ დაესწრნენ. SOHO BATUMI-ში გაიმართა გალა კონცერტი, სადაც ფესტივალის ფინალისტები დააჯილდოეს. ტურის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. პრესტურის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის შესახებ 13 სატელევიზიო სიუჟეტი და 20-ზე მეტი სტატია მომზადდება.