საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეწვია და ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო სენატორის ოჯახს, მის ახლობლებს და ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის 2017 წლის ივლისიდან ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა.