პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის გამოკითხვაზე უკვე მესამედაა დაბარებული.
მაჩალიკაშვილი უწყებაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
როგორც მისი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, მაჩალიკაშვილთან კითხვები მისი შვილის ცხოვრების გარშემო ექნებათ.