რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.