ბათუმში ღამით ფოიერვერკების გაშვების გამო მოქალაქე დააჯარიმეს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაცით, 27 აგვისტოს, 01:10 საათზე, ფოიერვერკი დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთ-ერთი რესტორნიდან ისროლეს.
ცნობისთვის, ღამის საათებში აკრძალულია და დასჯადია პიროტექნიკის გამოყენება. 2018 წლის პირველი ივლისიდან ბათუმის მერიამ ხმაურის კონტროლი დაიწყო.
ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს შემდეგ ნომერზე: 598 85 15 20, ან ქალაქის ტელეფონზე: 29 20 05, 29 20 06-ზე დარეკონ.