აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას CrimeRussia ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გამოცემას რაჟდენ შულაიას თარჯიმანმა უთხრა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი რაჟდენ შულაიასა და ციხეში ლათინოამერიკული დაჯგუფების ლიდერს შორის მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ავთანდილ ხურციძე კი შულაიას დასახმარებლად მივიდა. ჩხუბში ორივე დაჭრეს.
ისინი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.