აშშ-ის თავდაცვის კანონპროექტის 2019 წლის საბოლოო ვერსიაში ნათქვამია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების აუცილებლობაზეა. ამავდროულად ხდება შეღავათები, რომლებიც საშუალებას იძლევა მოიხსნას შეზღუდვების ნაწილი. ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან იარაღს ყიდულობენ. წერს CNN-ი.
მისივე ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს აკრძალვას "რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე". თუმცა, ამავე დროს, კანონპროექტი უფლებას აძლევს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უარი თქვას სანქციების ნაწილზე, რომელიც დაწესდა 2017 წელს.
ბევრმა კანონმდებელმა აღიარა სანქციების ნაწილი როგორც არაპერსპექტიული. კერძოდ, საქმე ეხება შეზღუდვებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისგან და ამერიკისგან ერთდროულად ყიდულობენ იარაღს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა გაგზავნა კონგრესში წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთი უნდა დაიტანჯოს თავისი აგრესიული ქმედებების გამო, მაგრამ აუცილებელია რომ წარვუდგინოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს კანონპროექტი, რათა უარი თქვას ამ სანქციებზე და საშუალება მივცეთ ქვეყნებს უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ აშშ-სთან" - განაცხადა მეტისმა.
მისივე თქმით რიგი ქვეყნები არიან დამოკიდებულები რუსულ სამხედრო ტექნიკაზე და საქნციები არ აძლევენ მათ სხვა საშუალებას, გარდა იმისა რომ კვლავ რუსეთს მიმართონ.
საქმე ეხება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია, რომლებმაც ბოლო დროს ყურადღება მიაქციეს აშშ-სთან შესაძლო სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობას, თუმცა ინარჩუნებენ კონტაქტებს რუსეთთან.