დაკავებული უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უარს ამბობს გაიაროს შემოწმება პოლიგრაფზე, რადგან ექსპერტიზის დროს არ იქნა დაშვებული მისი დამცველი. განაცხადა მისმა ადვოკატმა ალექსანდრე ტანანაკინმა.
მისი თქმით, უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ ექსპერტიზაში არ მოხდა იმ საკითხების ჩართვა, რასაც სავჩენკო დაჟნებით ითხოვდა.
ტანანაკინმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიგრაფზე ჩატარებული ექსპერტიზის პრაქტიკამ სავჩენკოს საქმის გამოძიების ფარგლებში მოახდინა ამ პროცედურის დისკრედიტაცია. "რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ის უნდა განიხილოს, ჩატარდეს კონსულტაციები, თუმცა ჩემი აზრით, ამ ექსპერტიზამ თავისი თავის დისკრედიტაცია უკვე მოახდინა" - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სავჩენკო გეგმავდა ტერაქტს პარლამენტის შენობაში და მთავრობის კვარტალში. მას 5-დან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კიევის სასამრთლომ 23 მარტს დეპუტატი ორი თვით დააკავა და დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სავჩენკოს დაკავებასთან დაკავშირებით, ორი თვით, 20 მაისამდე. თუმცა, კიევის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გაგრძელება.