ტროპიკულმა შტორმმა გამოიწვია წყალდიდობა აზიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. კატასტროფა შეეხო ვიეტნმსა და ლაოსს.
ძირითადად სტიქიის გამო დაზარალდა ჩრდილოეთ ვიეტნამის პროვინცია იენბაი, სადაც ათასობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
ხელისუფლების განცხადებით დაიღუპა ქვეყნის 27 მოქალაქე. 7 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.
მეზობელ ლაოსში წყალდიდობამ კაშხალი წაიღო. არიან როგორც გარდაცვლილები, ასევე უგზო უკვლოდ დაკარგულები. იუწყება BBC.