463 იმიგრანტი მშობელი, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ იყვნენ შესულები, დეპორტირებულ იქნა ქვეყნიდან. ამასთან მათი შვილები დარჩნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ნათქვამია თავისუფლების სამოქალაქო საბჭოს სასამართლოს განცხადებაში.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, 463 მშობლის დეპორტაციამ, რომელთა საქმეები განიხილება, შესაძლოა ხელი შეუშალოს აშშ-ის ხელისუფლებას ძალისხმევას, რათა გააერთიანოს გაყოფილი ოჯახები 26 ივლისისთვის. ეს ვადა განისაზღვრა ფედერალური მოსამართლის მიერ.
სასამართლოს განცხადებაში არაა მითითებული თუ რატომ დატოვა შტატები 463-მა მშობელმა. ამასთან სამთავრობო მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ რამდენიმე მიგრანტმა მართლა დატოვა ქვეყანა ბავშვის გარეშე.