პოლიგონ სოხეს დემონტაჟი დაიწყო, საიდანაც ხდებოდა კონტინენტთშორისი ბალესტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეადან.
ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი ექსპერტები, თანამგზავრიდან მიღებული ფოტოების ანალიზის საფუძველზე. მათი ანგარიში გამოქვეყნებულია 38 North-ის საიტზე, რომელიც თვალს ადევნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სარაკეტო ქმედებებს. სურათებზე ჩანს, რომ საწარმოში მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი.
38 North-ის ცნობით, ეს ნიშნავს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის შეთანხმების რეალიაზციის მორიგ ნაბიჯს. რომელიც მიღწეულ იქნა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისას სინგაპურში.