პროკურატურიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტი შენობასთან გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო გადაკეტილია. გზის მეორე მხარეს მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.
ირაკლი შოთაძის განადგომის მოთხოვნით აქცია დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორავის ქუჩაძე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.