25 მაისს ფოთის ამბულატორიულ ცენტრში 60 წელს გადაცილებულ პაციენტებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ჩატარდება. ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე უფასო კონსულტაციებს, ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შეთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას ჩაატარებს. აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას საშუალება ექნება ასაკის შეუზღუდავად ჩაიტაროს გასტროსკოპია და მიიღოს ნევროლოგის კონსულტაცია სრულიად უფასოდ.
სამედიცინო კონსულტაციები 25 მაისს 10:30 - 18:30 საათამდე ჩატარდება.