საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.
გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, კრაკოვის მერი იაცეკ მაიხროვსკი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაროსლავ შარეკი, დეპუტატი კორნელ მორავიეცკი და გიორგი ტურაშვილის შვილი.
სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაზე და ყურადღება გაამახვილა პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველი ოფიცრების როლის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ქართველი ოფიცრის საფლავი მოინახულა.
100 წლის იუბილეს ფარგლებში, ქ. კრაკოვში, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში ასევე მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრები".