უკრაინელი მომღერალი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ანსამბლის მსახიობი რუსლანა 45 წლის გახდა.
რუსლანა სტეფანეს ასული ლიჟიჩკო 1973 წლის 24 მაისს უკრაინის ქალაქ ლვოვში დაიბადა.
რუსლანამ როკ-მუსიკის ჟანრში მოღვაწეობა 1996 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურია.
2004 წელს რუსლანამ "ევროვიზიის" კონკურსი მოიგო და უკრაინას შესაძლებლობა მისცა ამ გრანდიოზული ღონისძიებისთვის შემდეგ წელს ემასპინძლა.
როგორც ცნობილია, რუსლანა ევრომაიდნის აქტივისტი იყო და ხალხს მაიდანზე მისვლისკენ მოუწოდებდა.