ბათუმისა და ნეთანიას მერებმა ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ბათუმს ისრაელის ქალაქ ნეთანიას დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში ნეთანიას მერი მირიამ ფირბერგ-იკარმი, ნეთანიას ტურიზმის ასოციაციის გენერალური მენეჯერი ოლგა ლური და სხვა წამომადგენლები იყვნენ.
დელეგაციის წევრებს ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
შეხვედრაზე ბათუმისა და ნეთანიას მერებმა ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და გრძელვადიანი, ეფექტური და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში.
დღესვე, სტუმრებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.