უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია და 2017 წელს ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტით გაიზარდა, - - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია რეგიონებში, მათ შორის აჭარასა და სამეგრელოში.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს დაქირავებულთა რაოდენობის წილის ზრდა, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შემცირება. უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია ქალაქდასახლებაში, დაახლოებით 22.8% ფარგლებში, ხოლო სოფლად 5.1% ფარგლებში, რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს - 15-დან 24 წლამდე ასაკში შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სახეზე”,- განაცხადა თოდრაძემ.