„ორშაბათიდან, საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი ტურისტულ ზონებში პატრულირებას დაიწყებს“, - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, საპატრულო ქვეით ქვედანაყოფებს ყოველთვიურად, 20 ეკიპაჟი დაემატება. ისინი თბილისში ტურისტულ ლოკაციებს გააკონტროლებენ.
„ჩათვალეთ, ეს ე.წ. ტურისტული პატრულის მსგავსია, ეს იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ“, - განაცხადა გახარიამ.