ადა მარშანიას მოღალატეობრივი და განსხვავებული არაფერი უთქვამს, მოღალატეობრივია საქციელი, როცა შენი ქვეყნის მიწებს მოწინააღმდეგეს ასე აბარებ, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს ომი, ახალგორისა და კოდორის სამარცხვინო ჩაბარება წინა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს უკავშირდება. მისივე თქმით, მათ შორის გიგა ბოკერიას, რომელმაც კოდორი სამარცხვინოდ გააჩუქა.
“სხვათა შორის, კოდორისა და ახალგორის ჩაბარება ისე მოხდა, საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ადა მარშანიას მოღალატეობრივი და განსხვავებული არაფერი უთქვამს, მოღალატეობრივია საქციელი, როცა შენი ქვეყნის მიწებს მოწინააღმდეგეს ასე აბარებ. ღალატი ასეა და ეს ბოკერიების სტილია. ეს მათი დანაშაულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი მიწების ჩაბარების გამო პასუხს არ აგებს, ძალიან ცდება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.