საპარლამენტო უმცირესობა ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონდებლობის მიღების პროცედურის გაჭიანურებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ განცხადება ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტებში განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო.
„ერთი წელია დევს ეს კანონი და მისი მიღება ვერა და ვერ ხერხდება. სახელმწიფოს დამოკიდებულება არის სნდრომი, რომ ნარკორეალიზატორები არიან ხელშეუხებლები“, - განაცხადა სერგო რატიანმა და დასძინა, რომ „ხელისუფლების ყოყმანი მწვანეს უნთებს ნარკორეალიზატორებს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ ნარკოპოლიტიკის ახალი კანონის იურიდიულ კომიტეტში განხილვა ერთი თვით გადადო.