"ექსპერტი არ გამორიცხავს ამ დანების დაჭრაში მონაწილეობას, მაგრამ არც ზუსტად ადასტურებს, თუ რომელ ჭრილობაზე რომელი დანაა გამოყენებული", - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
ის ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ კომპლექსურ ექსპერტიზას გაეცნო და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ექსპერტიზამ მის კითხვებს პასუხი ვერ გასცა.
"ექსპერტიზის დასკვნაზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა,რომ დაზუსტებით არ არის დაგდენილი თუ რომელი იარაღი იყო გამოყენებული, ანუ ექსპერტი არ გამორიცხავს ამ დანების დაჭრაში მონაწილეობას, მაგრამ არც ზუსტად ადასტურებს, თუ რომელ ჭრილობაზე რომელი დანაა გამოყენებული. გარკვულ ჭრილობებზე არის იგივე დანები მორგებული, მაგრამ ჩემ შვილზე არსებულ მომაკვდინებელ ჭრილობაზე ვერ დგინდება, ამ დანებიდანაა რომელიმე გამოყენებული, თუ იგივე დანების შესაბამისი სხვა იარაღი", -აცხადებს სარალიძე.
როგორ ის განმარტავს, საქმის პრპკურორს, ზვიად ფხაკაძეს ესაუბრა, რომელმაც განუცხად,რომ ექსპერტიზა ზუსტ პასუხს ვერ დადებდა.
"პროკურორმა განმიმარტა რომ ექაპერტი ზუსტ დებულებას ვერ დადებსო, თუ ექსპერტმა ზუსტი დებულება ვერ დადო, ექსპერტიზის ჩატარება რაღა საჭირო იყო, ისედაც ყველამ იცოდა რომ ეს ორი დანა ამ საქმეში ნამდვილად ფიგურირებდა", - დასძენს სარალიძე. მისი განცხადებით, დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ალტერნატიულ ექსპერტიზას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ცნობისთვის, დაცვის მხარემ, ალტერნატიული ექპსერტიზისთვის ექსპერტები ბრიტანეთიდან მოიწვის. ისინი საქართველოში დღეს ჩამოვლენ. როგორც საქმის პროკურორი, ფხაკაძე აცხადებს, დღეს დაიკითხებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები და ასევე, დაიკითხებიან მოწმეები გამომძიებლები, რომლებიც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებენ.
პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.