მზად ვარ ჩავერთო კანონპროექტის განხილვაში, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი განხილვა.
„ამ საკითხის, პირველ რიგში, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს და მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთოგანხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. მთავარია კარგად დამუშავდეს ესსაკითხი და ამის საფუძველზე ჩავერთვები ამ დისკუსიებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.
კომიტეტის წევრებმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას იდეის დონეზე იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადამუშავდება.