ეს თემა არის მოგონილი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "ეროვნული ფორუმის წევრის ანი მიროტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპირება მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატს უკავშირდება.
ვოლსკის თქმით, ეს თემა დაპირისპირების პროვოცირებას ემსახურება.
"ეს თემა არის მოგონილი იმის მიერ, ვისაც უნდა, რომ რაღაცა დამატებითი სოლები ჩაარჭონ და თითქოს დაპირისპირებებს პროვოცირება გაუკეთონ. უფრო სწორედ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი დამატებითი თემა არსებობს, რომელზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, რაც არის აბსოლუტური სისულელე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.