[ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის ოჯახის მიერ დაანონსებული] "აქციის შესახებ დეტალურად ინფორმირებული არ ვართ, ამიტომ ამ ეტაპისთვის კომენტარისგან თავს შევიკავებთ“, - აცხადებენ „ჯი-ეიჩ-ენთან“ ხორავას ქუჩაზე მოკული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრები.
„ნუ მოკლავ - აღასრულე სამართალი“, - ამ ლოზუნგით ხვალ, 24 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სრალიძის ოჯახი აქციას გაიმართავს.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თვლის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და იკვეთება დამნაშავეებზე ხელის დაფარების ნიშნები. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ეძლევიან მისი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებიც, რადგან მათ ხელს პროკურატურა აფარებს.
როგორც დაზარალებული სარალიძე აღნიშნავს, პროკურატურა არამხოლოდ დამნაშავეებს აფარებს ხელს, არამედ მოწმეებზეც ახდენს ზეწოლას. სარალიძეს საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას პირველ დეკემბერს, ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.