სამხედრო გამანადგურებლები ნებისმიერ წუთს მზად არიან გაფრინდნენ კვიპროსიდან.
Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, რათა დაიწყოს სირიის დაბომბვა.
სამხედრო გამანადგურებლები განლაგებულია კვიპროსში, ბრიტანეთის სამხედრო ბაზა - აკროტირზე.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ბრიტანული გამანადგურებლები Type 45 Destroyer და HMS Duncan-იც შესაძლოა ჩაერთოს ოპერაციაში საჭიროების შემთხვევაში.