„შეიძლება ითქვას, რომ საქმეში არც, ირიბი და არც, პირდაპირი მტკიცებულება არ არის“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა, ამ ეტაპზე ბრალის დამადასტურებელი არცეთი მტკიცებულება მოპოვებული არ არის.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, არცერთ თემაზე ხმას არ იღებს. ამ ეტაპზე სხვას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მოპოვებული არაა.
დანიშნულია ქიუმიური, ბიოლოგიური, ტრანსოლოგიური, გენეტიკური, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზები, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ექსპერტიზის შედეგების შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა“, - აცხადებს ოტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი პოლიციამ 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში იპოვა. მას თავისა და კისრის არეში შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულლისმობს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 20 წლის ლადო გრიგალაშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.