პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და შეცდომა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მას ნინია კაკაბაძისთვის მხარი არ დაუჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, ეს საშუალება არ წაერთმია უმცირესობისთვის. მისივე თქმით, მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომაა.
„არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სხვამაც დატოვის უმრავლესობა და იგივე შეცდომა დაუშვას. გედევან ფოფხაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, თუმცა მისი გადაწყვეტილება იყო შეცდომა. მან პირადად ჩამაყენა საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.