მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ჰაერივით სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოსახლეობის 95% წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაში იმყოფება.
"დღეს მოსახლეობის 95% წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაში იმყოფება, მხოლოდ 5% არის საამური ცხოვრებით ბედნიერი. არა მგონია ნებისმიერი პედაგოგი, პენსიონერი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კმაყოფილები იყვნენ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენთვის მნიშვნელივანია ქვეყანა ამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან“, - განაცხადა მელიამ.