დღეს პრემიერ-მინისტრი მორალს ნუ გვიკითხავს, მით უმეტეს პარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, რომელმაც მთავრობას მკაფიო დავალება მისცა, მუშაობა თვითონ და მისმა გუნდა დაიწყოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ის მთავრობაა, რომელმაც ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის შემდეგ, პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთა.
„პრემიერის მოვალეობაა, რომ ამაზე იმუშაოს. ეს ის მთავრობაა, რომელმაც ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის შემდეგ, პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი „ევროპულ საქართველოსთან” მოსმენაზე სრულ ისტერიკაში ჩავარდნენ, როდესაც ეს კითხვა დავუსვით. ეს ტატუნაშვილის მკვლელობამდე იყო.
დღეს პრემიერ-მინისტრი მორალს ნუ გვიკითხავს. მით უმეტეს პარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, რომელმაც მთავრობას მკაფიო დავალება მისცა, მუშაობა თვითონ და მისმა გუნდა დაიწყოს. მე მათი ეფექტური მუშაობის იმედი არ მაქვს, მაგრამ მაქსიმუმი თუ რამე შეუძლიათ მათი ღრმა არაკომპეტენტურობის ფონზე, მოვუწოდებ ახლა მაინც რეალური ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა.