„ბრალდბის მხარე დაკითხავს ერთ მოწმეს, რომელიც ისაუბრებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ რა ვითარებაში მოხდა კონფლიქტის დაწყება, ვის შორის და როგორ განვითარდა. ის ასევე ისაუბრებს მომხდარი შეხლა-შემოხლის თობაზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე. ხსენებული მოწმის ჩვენება ინფორმატიული იქნება და ბრალდების მხარე მას დასკვნით სიტყვაში გამოიყენებს. რაც შეეხება მოზარდების რაოდენობას, ვინც კონფლიქტში მონაწილეობდა, საქმის მასალებით ეს სრულადაა დადგენილი. ყველა სასამართლოს წინაშე წარსდგება და ჩცვენებას მისცემს. ისინი გამოძიების სტადიაზეც დაკითხული არიან“ - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
რაც შეეხება „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში, ზაზა სარალიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მოწმეები ცვლიან ჩვენებებს, პროკურორი პასუხობს რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„დავაფიქსირებ ბრალდების მხარის პოზიციას, რაც არაერთხელ მითქვამს. ჩვენებების შეცვლას ადგილი არ აქვს. ხდება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. აქვე მინდა დავძინო რომ ჩვენება რამდენად სარწმუნოა, რამდენად შეცვლილია, გასაზიარებელი არის თუ არა, ეს მხლოდ და მხოლოდ სასამართლოს შესაფასებელია. თქვენ გინდათ გითხრათ, რომ ჩვენებები შცვლილია, მაგრამ არაა შეცვლილი“ - აცხადევბს ფხაკაძე.
ასევე გამოეხმაურა სარალიძის მიერ „ჯი-ეიჩ-ენთან“ ნათქვამ ფრაზას, რომ მოწმეები იურიდიული ტერმინებით საუბრობენ.
„მითხარით რა იურიდიული ტერმინებით საუბრობენ? მოწმეები იურიდიული ტერმინებით არ საუბრობენ! დასკვნა თქვენ გააკეთეთ“ - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.