მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ Facebook კონფერენციისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მოიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე და აშშ მას ამაში ეხმარება.
"საქართველომ უნდა მოახერხოს ქვეყნის კონტროლის გავრცელება კონფლიქტის რეგიონებზე, მოახდინოს მათი დაბრუნება და უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მოიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალისხმევაში ვეხმარებით საქართველოს, გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია. ასევე, არსებობს უამრავი ტრენინგ-პროგრამები სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ასევე მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, თუმცა მაინც ბევრი არის დამოკიდებული თქვენზე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა იან კელიმ.
იან კელიმ აქვე აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.