დღეს, 13 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში (რუსთაველის გამზ. 8, თბილისი), გაიმართება ახალი ელექტრონული სერვისების წარდგენა, რომლებიც ხელს შეუწყობენ პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.
საჯარო ინფორმაციის მოდული, რომლის ინტეგრირება პარლამენტის ვებ-გვერდშია გათვალისწინებული, და მობილური აპლიკაცია შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
ღონისძიებას გახსნის ირინა ფრუიძე - საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ვინსენტ რეი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, და გიგი ბრეგაძე - UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედი ხელმძღვანელი.
ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორი, ისაუბრებს ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე საკანონმდებლო პროცესის ღიაობისა და საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება საქართველოს პარლამენტისათვის ახალი ტექნოლოგიების ოფიციალური გადაცემა და შესაბამის მემორანდუმზე ხელის მოწერა.